აჭარაში ვიზიტს აგრძელებს ევროკავშირის ახალი ელჩი. დილით კარლ ჰარცელმა სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში მართვის ცენტრი მოინახულა. რომელის აღჭურვილობაც ევროკავშირის დაფინანსებითაა შეძენილი. ყურადღება საქართველოში სასაზღვრო უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირის მიერ განხორციელებულ მხარდაჭერაზე გამახვილდა.
დღესვე კარლ ჰარცელი კოოპერატივ "ერთობას" მოინახულებს , სადაც თანამედროვე სათბურები ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის მხარდაჭერით მოეწყო.