ელიტური კორუფცია - IDFI-ის კვლევა

12 ოქტომბერი 2018, 00:00 1864 ნახვა

,,საქართველოში ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა კვლავ გამოწვევად რჩება“- წერია ანგარიშში, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების  ინსტიტუტმა მოამზადა.  

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ არც ერთ შემთხვევაში შესაძლო კორუფციისა  და  სამოხელეო დანაშაულის ფაქტებს შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია, რამაც სამართალდამცავი და საგამოძიებო სისტემის მიმართ მოსახლეობის უნდობლობა გამოიწვია.  

დოკუმენტში შესაძლო კორუფციის 6 ფაქტზეა საუბარი, მათ შორისაა ,,ომეგა ჯგუფის“ , ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროებში განხორციელებული შესყიდვები.  

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მაღალი დონის კორუფციაზე საუბრობენ ევროპარლამენტშიც.  ევროპელი პოლიტიკოსები ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ მიღებულ რეზოლუციაშიც წერენ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი