ბათუმი “აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების’’ მე - 8 საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს. მონაწილე კომპანიებს სამი დღის განმავლობაში საკუთარი პროდუქციის ფართო მომხმარებლებისთვის გაცნობისა და რეკლამირების საშუალება აქვთ.
„აგრო 2018“-ის მონაწილეებს ახალი კონტაქტების დამყარების და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმების შესაძლებლობაც ეძლევათ.