დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა სამი პირი პასუხისგებაში მისცა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უგულებელყოფით, სამუშაოები უხარისხოდ შეასრულეს.
ასევე, სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში ხელოვნურად გაზარდეს შესრულებული სამუშაოების მოცულობები. დანაშაულში მხილებული პირები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ საერთო ჯამში 143 ათას 451 ლარს.