9 თვის მონაცემებით, აჭარაში მილიონ 592 ათას 859 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. ინფორმაციას სარფის საბაჟოს, ბათუმის პორტისა და აეროპორტის მონაცემებზე დაყრდნობით აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული მონაცემი შარშანდელთან შედარებით 19 პროცენტით მაღალია. ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან.