მოსახლეობა სტომატოლოგიურ კლინიკას თაღლითობაში ადანაშაულებს

11 ოქტომბერი 2018, 00:00 1908 ნახვა

უკმაყოფილო პაციენტები ექიმის წინააღმდეგ. ქობულეთში მცხოვრებლებმა ბათუმის იუსტიციის სახლთან აქცია გამართეს. მოსახლეობა ერთ-ერთ სტომატოლოგიურ კლინიკას თაღლითობაში ადანაშაულებს.  როგორც  ირწმუნებიან,  ბათუმში კომახიძის ქუჩაზე მდებარე ზაზა ღოღობერიძის სტომატოლოგიურმა კლინიკამ მათ უფასო მომსახურება შესთავაზა, კბილები ამოუღო, ზოგიერთს უმკურნალა  ზოგს კი  მომსახურება შეუწყვიტა .

მათივე ინფორმაციით, პაციენტებს  ექიმმა მოტყუებით სესხები ააღებინა, თუმცა ბენეფიციარებმა შეთანხმებას ხელი იმ პირობით მოაწერეს, რომ დაზღევით შეძლებდნენ სარგებლობას. მოქალაქეები ამბობენ, რომ ბანკებში ყოველდღიურად პროცენტები ემატებათ, თითოეულს,   დაახლოებით 2 ათასიდან 3- ათას ლარამდე სესხი აქვს აღებული.  მთავარის გადამღები ჯგუფი სტომატოლოგიურ  კლინიკაში იმყოფებოდა, თუმცა  კომენტარი არავინ გაუკეთებია, ექიმს კი ტელეფონი გამორთული აქვს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი