ხულოს მუნიციპალიტეტს, ტყის ახალი სახანძრო მანქანა გადაეცა. იგი რთულ რელიეფურ პირობებშიც გადაადგილებაა, რაც ამცირებს ტყის ხანძრის რისკს. მალე ასეთი მანქანები ქედასა და შუახევსაც გადაეცემა. სულ ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, სხვადასხვა რეგიონს 13 მანქანა გადასცა. ახალი სახანძრო მანქანების საერთო ღირებულება 10 მილიონი ლარია.