მახვილაურის მცხოვრებლები და ნომერ 22-ი მიკროავტობუსის მძღოლები სამარშრუტო ხაზის ცვლილებას აპროტესტებენ. მათი თქმით, რამდენიმე დღეა ტრასპორტი ჭავჭავაძის ნაცვლად, პუშკინის ქუჩის გავლით მოძრაობს, რაც მათთვის მიუღებელია.
ბათუმის ტერიტორიაზე სამარშრუტო მიკროავტობუსების მოძრაობის ახალი სქემით ნომერი 22-ი მიკროავტობუსები ბათუმს აღარ ეკუთვნის, რის გამოც შეეცვალათ მოძრაობის მარშრუტი, რაც დღეს მძღოლებმა და მოქალაქეებმა ქუჩაში გამოსვლით და მუშაობაზე უარის თქმით გააპროტესტეს.