ორმხრივი შეხვედრები ფრანკფურტში

10 ოქტომბერი 2018, 00:00 1960 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე   გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰესენის ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრ ფოლკერ ბუფიეს შეხვდა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობის   მნიშვნელობას, რაც გამოფენის სტუმრებს ქვეყნის ლიტერატურისა და კულტურის ახლოს გაცნობის საშუალებას აძლევს.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია, თბილისის მერი კახა კალაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდნენ.  გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი  11 ოქტომბერს დასრულდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი