ბოიკოტი უწყებათაშორის კომისიას - საპარლამენტო ოპოზიციური პარტიისა და ორი სადამკვირვებლო ორგანიზაციის შემდეგ, კომისია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომაც“ დატოვა. ორგანიზაცია მიუთითებს რომ ამ ფორმატში თანამშრომლობის გაგრძელებას აზრი არ აქვს.
ამბობენ, რომ ადამიანები რომლებიც საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შემთხვევებზე უნდა რეაგირებდნენ, ამ რესურსს თავად იყენებენ ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინააღმდეგ.
„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“ - ამ სახელწოდებით უწყებათაშორისი კომისია 2013 წელს შეიქმნა, ეს არის კომისია რომელიც განიხილავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც უკავშირდება საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევებს. თეონა ხარაბაძე მოგვიყვება ახლა უფრო დეტალურად რა მნიშვნელობისაა აღნიშნული შემადგენლობა და ვინ რჩება ახლა კომისიაში.