9 თვეში გამოძიება ოჯახური ძალადობის 4 339 ფაქტზე დაიწყო

09 ოქტომბერი 2018, 00:00 2535 ნახვა

 ,,ოჯახური დანაშაულის და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მომართვიანობა გაზრდილია, მიზეზად კი შსს-ში სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის ამაღლებას ასახელებენ. დღეს უწყების ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა 9-თვიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა.  ანგარიშის მიხედვით, ბოლო  9 თვეში -5 ათას 472  შემაკავებელი  ორდერი გამოიცა, ხოლო სისხლისამართლებრივი დევნა  3000-მდე პირის მიმართ დაიწყო.  4 ათას  339 საქმეზე კი გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით,  გაიზარდა გამოძიების მიმდინარეობისას დისკრიმინაციული ნიშნისა და სიძულვილის მოტივის იდენტიფიცირების შემთხვევათა რაოდენობაც. ანგარიშის პრეზენტაციისას ითქვა, რომ  გაუმჯობესდა ტრეფიკინგთან ბრძოლის მაჩვენებელი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი