ბინები დევნილებისთვის - განაცხადების მიღების მეორე ეტაპი დაიწყო

09 ოქტომბერი 2018, 00:00 2730 ნახვა

ბათუმში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება დაიწყო.  პროცესი  19 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება და დაინტერესებულმა პირებმა იუსტიციის სახლს უნდა მიმართონ. ამჯერად, განაცხადების შევსება როგორც აჭარაში რეგისტრირებულ, ისე თბილისში, 2013 წლის 1 ივნისამდე რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.

პირველ ეტაპზე, განაცხადები მხოლოდ აჭარის რეგიონში რეგისტრირებულმა დევნილმა ოჯახებმა შეავსეს.  ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 164 დევნილ ოჯახს წლის ბოლომდე გადაეცემა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი