დაბა ქედის კეთილმოწყობის ფარგლებში ქედაში ოთხი კიბე შეკეთდა. აღმაშენებლის, რუსთაველისა და მერიასთან დამაკავშირებელი კიბეების რეაბილიტაციისთვის 60 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასრულებდა . მომდევნო ეტაპზე დაბის ტერიტორიაზე გარეგანათების ქსელის გაფართოება იგეგმება.