სალომე ზურაბიშვილი - ზაზა ოქუაშვილი და ლევან ყიფიანი თვითონ ვერ გაერკვნენ, რაში არიან გართულები

07 ოქტომბერი 2018, 00:00 1837 ნახვა

ომეგა ჯგუფის საქმეზე გავრცელებულ ახალ აუდიო ჩანაწერს,  პოლიტიკურ წრეებში ეხმაურებიან. გუშინ  გავრცელებულ ჩანაწერში ისმის ის მოთხოვნები, რისი შესრულების სანაცვლოდაც ხელისუფლება ომეგა ჯგუფს „ფაბრიკის“ ამუშავების საშუალებას მისცემდა. საუბარია კომპანიის მხრიდან დამატებით 4 მილიონი დოლარის გადარიცხვაზე. აუდიო ჩანაწერის ფიგურანტები ბიძინა ივანიშვილს ახსენებენ და მასთან შეხვედრას  განიხილავენ. 

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მთავრობა თავის მართლების რეჟიმზე გადავიდა, მათი არგუმენტები, რომ თითქოს ეს აუდიო ჩანაწერები არ არის ავთენტური არის სიცრუე.  ოპონენტებმა მთავრობას ისიც მოუწოდეს, რომ ჩანაწერები უცხოურმა საგამოძიებო ორგანიზაციებმა შეისწავლონ.

„ზაზა ოქუაშვილი და ლევან ყიფიანი თვითონ ვერ გაერკვნენ, რაში არიან გართულებები“-ასე ფიქრობს ომეგა ჯგუფთან დაკავშირებულ პროცესზე პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. მისი თქმით ის გამოძიების პროცესს ელოდება და როგორც მომავალი პრეზიდენტი შეფასებისგან თავს იკავებს.

ამავე კატეგორიაში