ისტორიული განაშენიანების ზონების შეცვლილი საზღვრები

07 ოქტომბერი 2018, 00:00 2537 ნახვა

საზოგადოება ‘’ბათომმა’’ ქალაქის მერი   საზოგადოების მიზანმიმართულ შეცდომაში შეყვანაში, მას შემდეგ დაადანაშაულა,   რაც ლაშა კომახიძემ ისტორიული დაცვის ზონის საზღვრები, რომელიც ძველ უბანს ცათამჯენებისგან დაიცავდა, თვითნებურად შეცვალა. როგორც ორგანიზაციაში მიაჩნიათ,   დაცვის ზონიდან გაქრა ქალაქისთვის ორი უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი სივრცე, ბათუმის რივიერა და დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიები. სწორედ იქ, სადაც 9 ცათამჯენის აგება იგეგმება.

მათ შორის ერთის, 54 სართულიანი სასტუმროს მშენებლობა უკვე დაწყებულია. საზოგადოების ნაწილი  მიიჩნევს, რომ ლაშა კომახიძემ თავის უფლებამოსილებას გადაამეტა  და დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა. ამ შეფასებებს არ იზიარებს თავად ბათუმის მერი, რომელიც ამბობს, რომ ისტორიული განაშენიანების ზონები არა თვითნებურად არამედ მსჯელობის შედეგად შეცვალა, ამის შესახებ კი ინფორმირებული იყო ბათუმის საკრებულო, რომელმაც დოკუმენტი 30 მარტს მოიწონა. მერის თქმით, საზღვრებ შეცვლილი რუკა სწორედ ამის შემდეგ გაიგზავნა კულტურის სამინისტროში. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი