შინაგან საქმეთა სამინისტროში ნარკოტიკული საშუალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებები შეაჯამეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ფაქტები გახსნეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს და არაერთი პირი დააკავეს.
ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ წელს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-შემოტანის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 7 პოლიციელი.