სახანძრო უსაფრთხოება ბაზრობებსა და სავაჭრო ცენტრებში - განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება ამ მიმართულებას რადგან ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ადგილებია.
ახლახან შევიდა კანონში ცვლილება, რის მიხედვითაც მიმდინარე წლიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამოსილება გაიზარდა. სწორედ ეს სამსახური ამოწმებს ახლა ობიექტებს. ბათუმში უკვე შემოწმდა და დაჯარიმდა 5 საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი, 5-ს კი გაფრთხილება მისცეს.