„ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიის“ დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე აცხადებს, რომ კომპანია მზადაა დავალიანება გადაიხადოს, თუმცა ამის შესაძლებლობას ფინანსთა სამინისტრო არ იძლევა.
ამასთან დეპუტატი ირწმუნება, რომ წლების წინ ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს „ქართული ოცნება“ არ დახმარებია. ჩხეიძემ დღეს ოფიციალურად დატოვა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი.“ ხელისუფლება ამ განცხადებებში „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ხედავს.