საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები ექვსი ტურის შედეგების მიხედვით მეორე ადგილზეა

01 ოქტომბერი 2018, 00:00 2515 ნახვა

ბათუმში მიმდინარე რიგით 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე, მეშვიდე ტურის პარტიები თამაშდება. ექვსი ტურის შედეგების მიხედვით, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრები – 11 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. 11 ქულა საქართველოს ნაკრების გარდა ამერიკის შეერთებული შტატების და სომხეთის გუნდებსაც აქვთ. დღეს, მეშვიდე ტურში პირველი გუნდი ინდოეთის, მეორე ფილიპინების, ხოლო ქალ მოჭადრაკეთა მესამე გუნდი ავსტრიის ნაკრების მეტოქეა. რაც შეეხება ვაჟებს, პირველი ნაკრები მაკედონიის გუნდს, მეორე  კოლუმბიის, ხოლო მესამე მოლდოვის ნაკრებს ხვდება.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი