მსოფლიოს საუკეთესო ქალ მოჭადრაკედ „ფიდე“-მ ნანა ძაგნიძე დაასახელა და მას „კაისას“ თასი გადაეცა. „კაისას თასი“ ყოველწლიური ჯილდოა, რომელიც ყოველ გაზაფხულს, გასული წლის საუკეთესო მოთამაშეს გადაეცემა.
მოჭადრაკე, რომელსაც 2300-ზე მეტი სარეიტინგო ქულა აქვს და 10-ზე მეტი სარეიტინგო შეხვედრა ითამაშა, გზავნის აპლიკაციას, რომლითაც ჯილდოზე საკუთარ თავს წარადგენს.