უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია ფრაქციაში მინისტრების დაბარების შესაძლებლობა კანონით ქონდეთ

30 სექტემბერი 2018, 00:00 1274 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭო მომავალი კვირიდან რეგლამენტის პროექტზე  მეორე მოსმენით იმსჯელებს. ოპოზიცია მოითხოვს ფრაქციაში მინისტრების დაბარების შესაძლებლობა მიეცეთ. ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ ფრაქციას მინისტრთა კაბინეტის  სესიაზე  მოსმენის უფლება აქვს.ახალი რეგლამენტით, მინისტრების დაბარება უმაღლეს საბჭოში კომიტეტის მინიმუმ ორ წევრს შეეძლება. ოპოზიციის გარდა შენიშვნები აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც. მათ შორის დეპუტატის სტატუსთან დაკაშირებით. მესამე სექტორში მიაჩნიათ, რომ დეპუტატის სტატუსის შეჩერების ნაცვლად შეწყვეტა უნდა ჩაიწეროს, რადგან სტატუსის შეჩერებას არ ცნობს აჭარის კანონმდებლობა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი