22 წლამდე ახალგაზრდა ბათუმში, დედის დაჭრის ბრალდებით დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ბრალდებულმა სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დედას ჭრილობა ყელის არეში მიაყენა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა დაჭრილი მ.კ. საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.