ჩაქვში, გოგოლიშვილის ქუჩის მცხოვრებლები საკანალიზაციო სისტემის მოწყობას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ იტბორება სარდაფები, რის გამოც მძაფრი სუნი აწუხებთ.
დღეს ქუჩის მცხოვრებლებს პარტია ,,ევროპული საქართველო’’-ს წარმომადგენლები შეხვდნენ და შესაბამის უწყებასთან შუამდგომლობას დაპირდნენ.. საკითხზე ბათუმის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ამბობენ, რომ ტექნიკური დოკუმენტები უკვე მომზადებულია და ახლა ფინანსების მოზიდვაზე ზრუნავენ.