ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე პატიმრებს ხვდება

27 სექტემბერი 2018, 00:00 2307 ნახვა

ამ წუთებში  აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე პატიმრებს ხვდება. ცოტნე ანანიძე ბათუმის მესამე საპყრობილეში იმყოფება.  მას დღეს შეხვედრა 15 მსჯავრდებულთან აქვს  დაგეგმილი.

რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებადამცველი ამბობს, რომ  პატიმრებთან ვიზიტი რამდენიმე მათგანის მოთხოვნის საფუძველზე დაიგეგმა, მაგრამ ამბობს, რომ  მსჯავრდებულების პირობების მონიტორინგის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებაში რეგურალურად  დადის. 

ცოტნე ანანიძის თქმით,  პატიმრები ხშირად სამედიცინო მომსახურებით არიან უკმაყოფილო.  ბათუმის მესამე საპყრობილეში სასჯელს, განსაკუთრებული რისკის მქონე  50-ზე მეტი პატიმარი იხდის. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი