საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ში სამუშაო ვიზიტი დაიწყო

26 სექტემბერი 2018, 00:00 1642 ნახვა

ამერიკაში სამუშაო ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტმაც  დაიწყო. გიორგი მარგველაშვილი ნიუ იორკში გაეროს ღონისძიებების ფარგლებში გამართული კონფერენციის „მშვიდობისა და განვითარების შენარჩუნება ცვალებად სამყაროში“ დისკუსიაში  მიიღებს მონაწილეობას.

მთავარი თემა საქართველოს უსაფრთხოება, ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვაში საქართველოს, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორის განსაკუთრებული წვლილის ხაზგასმა იქნება. დღეს გიორგი მარგველაშვილი სლოვაკეთის პრეზიდენტთან ანდრეი კისკასთან გამართავს შეხვედრას. დაგეგმილია ასევე საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუები საერთაშორისო მედიასთან.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი