აჭარაში განქორწინების მაჩვენებელი გაიზარდა 

26 სექტემბერი 2018, 00:00 7205 ნახვა

''16 წლის გავთხოვდი, აქედან დაიწყო პრობლემები, ის ჩემზე ძალადობდა და მეუღლის ძალიან მეშინოდა. ათი წლის შემდეგ შიში დავძლიე, გავბედე და წამოვედი. ძალიან მეცოდებიან, ის ქალები რომლებიც ეკონომიურად დამოუკიდებლები არ არინ, განქორწინებასაც სწორედ ამის გამო ვერ ახერხებენ''.

მანანამ ერთ-ერთია ის ათასობით ქალს შორის, რომელიც ქმარს ათწლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაშორდა. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლს ყოფილი ქმარი შვილებთან ურთიერთობას უზღუდავს. მანანა უფლებების აღდგენისთვის სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებს. 

საქსტატის მონაცემებით განქორწინებულთა რაოდენობა, ბოლო 10 წლის განმავლობაში თითქმის 5-ჯერ გაიზარდა. მაჩვენებლების მიხედვით აჭარა ქვეყანაში მესამე ადგილზეა.  

2013 წელს 7 136 მოქალაქე განქორწინდა, 2013 წელს - 8 049, 2014 წელს - 9 113, 2015 წელს - 9 112, 2016 წელს 9 539, ხოლო 2017 წელს - 10 222.  

რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2018 წლის 6 თვეში 5075 შემთხვევა უკვე დაფიქსირდა.  

თბილისი განქორწინებების სტატისტიკით ლიდერია – ეს მაჩვენებელი 3 731-ს შეადგენს. ყველაზე ნაკლები განქორწინება კი, 651 შიდა ქართლში დაფიქსირდა.

ძალადობის საკითხზე მომუშავე ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საქართველოში განქორწინების მაჩვენებელი საგანგაშოა.  ნაადრევი ქორწინება, სოციალური ფაქტორი და ოჯახური ძალადობაა ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც წყვილები ერთმანეთს შორდებიან. მესამე სექტორის ინიციატივაა, მსხვერპლმა შესაბამის უწყებას მიმართოს და საკუთარი უფლებებისთვის იბრძოლოს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ძალადობის შემთხვევები განქორწინების შემდეგაც გრძელდება, ამიტომ გამკაცრდა მიდგომები და სასჯელიც.

''ოჯახში ძალადობის შესახებ” კანონპროექტში მალე ცვლილებები შევა. შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევა ადმინისტრაციულის ნაცვლად, სისხლის სამართლის დანაშაული იქნება. იგეგმება ელქტრონული სამაჯურების ამოქმედების სისტემის დანერგვაც, მას მაღალი რისკის მოძალადეების მიმართ გამოიყენებენ. 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი