ვარლამ ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა  

25 სექტემბერი 2018, 00:00 1829 ნახვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა, ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ფინალურ შეხვედრაში ლიპარტელიანი სამხრეთ კორეელ გუჰამ ჩოსთან თითქმის 9 წუთიან დაძაბულ შეხვედრაში ვაზარით დამარცხდა.

აზერბაიჯანის დედაქალაქში მიმდინარე ტურნირში ეს საქართველოს ნაკრების მეორე მედალია.

ჩემპიონატის პირველ დღეს ბრინჯაო ამირან პაპინაშვილმა (-60) მოიპოვა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში