კონსტიტუციური ცვლილებებით, უნდა შეიცვალოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე არჩევის წესი

25 სექტემბერი 2018, 00:00 1469 ნახვა

2018 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როგორც კი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება, ძალაში შევა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია და ამჟამინდელი მთავარი პროკურატურა გენერალური პროკურატურა გახდება. კონსტიტუციური ცვლილებებით, უნდა  შეიცვალოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე არჩევის წესი.   

საგამოძიებო სისტემის რეფორმის განხორციელებამდე რამდენიმე თვე რჩება. სისტემის დეპოლიტიზირებისთვის საპროკურორო საბჭოს რეფორმირებას ითხოვენ არასამთავრობო სექტორში. ეს ის ორგანოა, რომელიც გენერალურ პროკურორს ირჩევს და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს. ხელისუფლების მთავარი ამოცანა ახლა აღმასრულებელი ხელისუფლებისგან პროკურატურის სისტემის დისტანცირება და მისი დამოუკიდებლობის ინსტიტუციური უზრუნველყოფაა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი