გიორგი მარგველაშვილი აშშ-ს დღეს სამუშაო ვიზიტით ეწვევა

25 სექტემბერი 2018, 00:00 1553 ნახვა

ამერიკის შეერთებულ შტატებს დღეს სამუშაო ვიზიტით ეწვევა საქართველოს პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილი მე-14 საერთაშორისო ფორუმის „მშვიდობისა და განვითარების შენარჩუნება ცვალებად სამყაროში“ მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი საზეიმო გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვა და საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 29 სექტემბერს დასრულდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი