ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მრავლსართულიანი კორპუსების მშენებლობა და სხვადასხვა კატეგორიის ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართის გადაცემა - თვითნებურად შესახლებულების ერთობლივი მიმართვა ახალ მთავრობას. ე.წ. ოცნების ქალაქსა და ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრებლების მოთხოვნები საერთოა. დღეს მათ ერთობლივი აქცია გამართეს.