საპრეზიდენტო არჩევნებში 25 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას, მათგან 19 წარდგენილია პოლიტიკური პარტიის, ხოლო 6 - საინიციატივო ჯგუფის მიერ.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. კანონმდებლობის თანახმად, რეგისტრირებულ საპრეზიდენტო კანდიდატს 16 ოქტომბრის ჩათვლით აქვს უფლება წერილობითი განცხადებით მომართოს ცესკოს და მოხსნას საკუთარი კანდიდატურა.
აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ, ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი შეყვანილი იქნება საარჩევნო ბიულეტენში. არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის მოთხოვნით 46 განაცხადი იყო წარდგენილი.