ნადირობის სეზონის გახსნიდან ერთი თვის მანძილზე, უკანონო ნადირობისა და ნადირობისთვის აკრძალული იარაღების გამოყენების 248 ფაქტი გამოვლინდა.
18 აგვისტოდან 18 სექტემბრის ჩათვლით, ამოღებულია 201 ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა ე.წ. "მანოკი", რომლითაც მოქალაქეები გადამფრენ ფრინველებს იზიდავდნენ და შემდეგ მათზე ნადირობდნენ.
ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით ნადირობა აკრძალულია, ვინაიდან "მანოკი" არის ფრინველების მასობრივი განადგურების საშუალება.
მონიტორინგს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების სისტემატურად ატარებენ.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 18 აგვისტოს დაიწყო. ნადირობა აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.