შინაგან საქმეთა მინისტრი წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის წევრებს შეხვდა

22 სექტემბერი 2018, 00:00 1675 ნახვა

წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის წევრებს შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრი.  დელეგაციამ საქართველოში თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებების მონიტორინგის 10-დღიანი მისია დაასრულა. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები  ეწვივნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრს და ათამდე დროებითი მოთავსების იზოლატორს.

გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე კომიტეტის წევრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დაკავების ცენტრების მონიტორინგის შედეგები წარმოადგინეს. კომიტეტის შეფასებით, დაკავების ადგილებში არსებული პირობები, ისევე, როგორც სამედიცინო შემოწმების, მისი დოკუმენტირების და ზოგადად, დაკავებულების მიერ საკუთარი უფლებებით სარგებლობის მხრივ მდგომარეობა დადებითია და 2014 წლის მონიტორინგის შემდეგ მკვეთრად არის გაუმჯობესებული.

ამავე კატეგორიაში