27 წელი სომხეთის დამოუკიდებლობის მიღებიდან. საიუბილეო თარიღი აღნიშნეს ბათუმში მცოხვრებმა სომეხი ეროვნების მოქალაქეებმა. მიღება გაიმართა სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ საკონსულოში. ეღიშე სარგსიანმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ქართულ-სომხურ ურთიერთობებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა კიდევ უნდა გაღრმავდეს, განსაკუთრებით სავაჭრო- ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში.
ღონისძიებაზე შესრულდა საქართველოსა და სომხეთის ჰიმნები. მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლებს დამოუკიდებლობის დღე ანსამბლ ბათუმის წევრებმაც მიულოცეს.