სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამებსა და სამომავლო კოორდინირებულ თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ხულოს მუნიციპალიტეტის მერსა და ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
განიხილეს ,,მაღალეფექტური ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურის წარმოების განვითარების ხელშეწყობა''- რომელიც რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტებში 30%-იანი თანადაფინანსებით ნიორის მაღალპროდუქტიული სათესლე მასალის, სასუქებისა და ჰერბიციდების აგრომეწარმეებზე და ფერმერებზე მიწოდებას ითვალისწინებს. პროგრამაში ჩართულ ფერმერებს, შესაძლებლობა ეძლევათ სურვილის შემთხვევაში ისარგებლონ საბანკო მომსახურებით.