მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადამადე ორი დღე რჩება - დიდი სამზადისი

21 სექტემბერი 2018, 00:00 1802 ნახვა

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნამდე ორი, შეჯიბრების დაწყებამდე კი სამი დღე რჩება. საორგანიზაციო კომიტეტი ბოლო დეტალებს აზუსტებს. სულ სამი დარბაზი მოეწყობა. ორში მოჭადრაკეები იასპარეზებენ, მესამე კი  საგამოფენო სივრცე იქნება.

სათამაშო დარბაზები ერთმანეთს დერეფნის საშუალებით უკავშირდება სადაც ქართველი ტიტულოვანი მოჭადრაკეების ფოტოებია წარმოდგენილი.  სამუშაოები საქართველოს განათლების მინისტრმა, ფიდეს აღმასრულებელმა დირექტორმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დაათვალიერეს. შეჯიბრებაში 189 ქვეყნის მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას. საქართველოდან  6 ნაკრები როგორც ქალებში ასევე ვაჟებსა და ახალგაზრდებში.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში