“ქალთა გაძლიერება ბიზნესის სფეროში” - შეხვედრა ბათუმში

21 სექტემბერი 2018, 00:00 1846 ნახვა

ქალთა გაძლიერება ბიზნეს სექტორში – ამ საკითხთან დაკავშირებით რეგიონში ბიზნეს სექტორში დასაქმებულ ქალებთან  შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ბიზნეს სექტორში ქალთა გაძლიერების პრინციპების, კორპორაციული მდგრადობის სტანდარტების, ასევე ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზე  ისაუბრეს.

შეხვედრის მონაწილეებს არსებულ პრაქტიკის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.  აჭარის ქალ-ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარის ინფორმაციით, რეგიონში 580-მდე  ქალია ჩართული ბიზნესში. შეხვედრა   არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა-ს და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობით ჩატარდა.

ამავე კატეგორიაში