ბათუმის ბულვარში შეწამვლითი სამუშაოები მიმდინარეობს. ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე მცენარეები მავნებლებისა და სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგოდ იწამლება. გამწვანების სპეციალისტის ინფორმაციით, მცენარეების შეწამვლა დილით ხდება და სამუშაოების შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებენ.