გადაჭარბებული ხმაურის გამო, ქობულეთში 20-მდე ობიექტი გააფრთხილეს

21 სექტემბერი 2018, 00:00 2667 ნახვა

ქობულეთში კვებისა და გასართობის ობიექტების მფლობელებს ტურისტულ სეზონზე 20-ზე მეტი გაფრთხილება  მიეცათ. ხმაურის გადაჭარბების გამო  შესაბამისი ოქმები გაფორმდა. ზედამხედველობის სამსახურის უფროსის განცხადებით, მონიტორინგის პერიოდში ხმაურის გადაჭარბების განმეორებითი შემთხვევები აღარ დაფიქსირებულა, შესაბამისად, ფინანსური სანქცია მათ არ დაკისრებიათ.

მინდია რომანაძე აცხადებს, რომ ხმაურის კონტროლის გარდა ყოველდღიური მონიტორინგი მიმდინარეობდა გარე-ვაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით, რისთვისაც რამდენიმე მოვაჭრე ფინანსურად დაჯარიმდა. ასევე შემოწმდა და შესაბამის სამართალდარღვევათა ოქმი გაფორმდა სილამაზის სალონებსა და სტომატოლოგიურ კლინიკებში აღმოჩენილი სანიტარულ ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო.

აღნიშნულ სამსახურში აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით დარღვევები იყო კვების ობიექტის სამზარეულოებშიც. ჯამში ადგილობრივ ბიუჯეტში  საჯარიმო სანქციების შედეგად 20 ათასი ლარი შევიდა. ბიუჯეტის სასარგებლოდ შევიდა თანხა ასევე სანდასუფთავების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი