2 სასტუმრო, 4 საცხოვრებელი, იახტკლუბი, ხელოვნური ტბა  - ''ბათუმი რივიერას“ მშენებლობა იწყება

21 სექტემბერი 2018, 00:00 6188 ნახვა

4 საცხოვრებელი, 2 სასტუმრო, იახტკლუბი, ხელოვნური ტბა და სარეკრეაციო მოედანი - ამ ყველაფერს „ბათუმი რივიერას“ გენერალური გეგმა ითვალისწინებს. პრეზენტაცია დღეს გაიმართა. პროექტის განხორციელებას „სილქ როუდ ჯგუფი“ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ფინანსური ჩართულობით გეგმავს. 

ტერიტორია მიწის იმ ნაკვეთსაც მოიცავს, სადაც წლების წინ „ტრამპ თაუერის“ აგება იგეგმებოდა. სამუშაოები 3 თვეში უნდა დაიწყოს. ჯერჯერობით უცნობია რა დრო დასჭირდება იახტკლუბის განვითარების გეგმის განხორციელებას, რომლისთვისაც 350 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ვარაუდობენ.  

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი