ქუთაისი საპარლამენტო დედაქალაქი აღარ იქნება, ამის შესახებ პარლამენტში მმართველი გუნდის დეპუტატებმა განცხადებები გააკეთეს. თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ 2019 წლის საგაზაფხულო სესიები უკვე სრულად თბილისში ჩატარდება. "ამით შესაძლებელი გახდება შევამციროთ ხარჯების და პარლამენტს გაუმარტივდეს მუშაობა" - განაცხადა ჩუგოშვილმა.
საქართველოს კონსტიტუციაში ჩანაწერი, სადაც ქუთაისი საპარლამენტო დედაქალაქად იყო მოხსენიებული, ახალი კონსტიტუციის დამტკიცების დროს ამოიღეს. პარლამენტის ადგილმდებარეობის შესახებ კი ჩანაწერი უკვე ახალ რეგლამენტში გაჩნდება, რომელზეც დეპუტატები დაამტკიცებენ. თუმცა რეგლამენტის მიღებამდე, უმრავლესობა აანონსებს, რომ პარლამენტი მუშაობას თბილისში გააგრძელებს.
რაც შეეხება ქუთაისში პარლამენტის შენობას, დეპუტატების განმარტებით, გამოთავისუფლებულ სივრცეს შინაგან საქმეთა სამინისტრო საპოლიციო ჰაბისთვის გამოიყენებს.