ოთხი საქვეუწყებო დაწესებულება - ტურიზმის და საავტომობილო გზების დეპარტამენტები, საარქივო და გარემოს დაცვის სამმართველოები, აჭარის მთავრობის დაქვემდებარებიდან სამინისტროებში გადადის.
მთავრობის თავმჯდომარე ცვლილებების პროცესში მცირე მთავრობის კონცეფციის შესაბამისად, თანამშრომლთა ოპტიმიზაციას არ გამორიცხავს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ თანამშრომლები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ, რადგან სტატუსის შეცვლა მათი დათხოვნის ან შემცირების საფუძველი არ არის.
ცვლილებების დოკუმენტი, რომელიც აჭარის მთავრობამ მოამზადა უმაღლეს საბჭოში რამდენიმე დღეში გადაიგზავნება, საბოლოოდ დოკუმენტი დეპუტატებმა უნდა დაამტკიცონ. მომავალი წლის იანვრიდან კი მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება.