ტელეკომპანია “იბერიის” მხარდამჭერი აქცია გაიმართა ბათუმშიც, ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ კითხვებზე რომლებიც ტელეკომპანიის მიმართ არსებობს, პასუხი ხელისუფლებამ უნდა გასცეს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ პროცესს კვალიფიციური გამოძიება ესაჭიროება, რადგან საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია რა დიალოგი მიმდინარეობს ხელისუფლებასა და ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას შორის.