10 სექტემბრიდან გარდაცვლილი დავით სარალიძის მამა ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებს

06 სექტემბერი 2018, 00:00 971 ნახვა

საპარლამენტო კომისიამ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შესწავლა დაასრულა. დამტკიცებულია დასკვნაც, რომელსაც მმართველი გუნდი აკრიკტიკებს. პოლიტიკურ შეფასებებს ხედავს „ევროპული საქართველოს“ მიერ მიღებულ დოკუმენტში საქართველოს პრემიერ მინისტრიც. პროკურატურაში კი ჯერ არ ამბობენ, გაითვალისწინებენ თუ არა რეკომენდაციებს. დასკვნაში რამდენიმე კონკრეტული სახელი და გვარია ნახსენები. უმცირესობა პასუხისმგბელობის საკითთხის დაყენებას ითხოვს. დოკუმენტი ახლა პარლამენტმა სესიის ფორმატში უნდა განიხილოს. უკვე ცნობილია, რომ მმართველი გუნდი მხარს არ უჭერს დასკვნას, ასე იქნება ალბათ სხდომაზეც. პარალელურად კი გარდაცვლილი დავით სარალიძის მამა აანონსებს ფართომასშტაბიან აქციებს. ამბობს, რომ მისთვის კვლავ პასუხგაუცემელია კითხვა ვინ არის მისი შვილის მკვლელი.

ამავე კატეგორიაში