ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს მეორე კორპუსის რეაბილიტაცია შესაძლოა თურქულმა მხარემ უზრუნველყოს. ასევე იგეგმება ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალის თურქეთის კლინიკებში გადამზადება - ამ და სხვა საკითხებზე დღესვე თურქეთის გენერალურ კონსულმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ისაუბრეს. იმსჯელეს მავნებლებთან ბრძოლასა და ერთობლივ გაცვლით პროექტებზე.
გენერალური კონსულის თქმით, იგეგმება ქალთა ფორუმის გამართვა. მაქბულა ქოჩაკი 9 თვეა გენერალური კონსულის მოვალეობას ასრულებს. დღეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს პირველად შეხვდა.