ბათუმის სამარშრუტო ტაქსების მძღოლები გადაადგილების შეცვლილ სქემას კვლავ აპროტესტებენ. მიკროავტობუსების მძღოლები ამბობენ, რომ სამარშრუტო ხაზის გორგილაძის ქუჩიდან გორგასალის ქუჩაზე გადანაცვლებამ მგზავრების შემცირება გამოიწვია.
შემცირდა მიკროავტობუსების რაოდენობაც, რასაც ასევე აპროტესტებენ. მერიაში ამბობენ, რომ პროცესს დაკვირვებიან და გადაწყვეტილებას მოქალაქეების საჭროებების მიხედვით მიიღებენ.