აფეთქებით და დაუდევრობით დაზარალებული ოჯახი მერიას უჩივის

05 სექტემბერი 2018, 00:00 2812 ნახვა

ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაზარალებული ერთ-ერთი ოჯახი სახლში ვერ შედის. მისი სახლის  სახურავი გაზის აფეთქების შედეგად გასული წლის დეკემბერში დაზიანდა. დაზარალებული ხათუნა გოგიძე გვიყვება, რომ სახურავი გამოცვლილია, თუმცა გადახურვამდე ბინაში წყალი ჩადიოდა, რამაც კედლები და იატაკი დააზიანა. ბათუმის მერიამ დაზარალებულ ოჯახს იატაკის მოსაწესრიგებლად თანხა გადაურიცხა, ასევე დაეხმარა სამშენებლო მასალებითაც.

ამას არ უარყოფს მეპატრონე, თუმცა ამტკიცებს, რომ ეს სარემონტო სამუშაოებისთვის საკმარისი არაა. მერიაში ჯერ ვერ ამბობენ, დაეხმარებიან თუ არა ოჯახს ხელახლა. გაზის აფეთქების შედეგად გასულ წელს რამდენიმე ათეული საცხოვრებელი ბინა დაზიანდა, საცხოვრებლის გარეშე კი 9 ოჯახი დარჩა. მერია ინვესტორის ჩართულობით გეგმავს იქ ახალი კორპუსის აგებას.

ამავე კატეგორიაში