ხელვაჩაურში მიკროავტობუსების ძველ მარშრუტზე დაბრუნებას ითხოვენ

03 სექტემბერი 2018, 00:00 1992 ნახვა

ბათუმის თვითმმართველობის გადაწყვეტილებას  აპროტესტებენ  ხელვაჩაურშიც.  სოფელ  განახლების   მოსახლეობა  ბათუმიდან ხელვაჩაურის სოფლის მიმართულებით  მოძრავი  55 ნომერი მიკროავტობუსის  დაბრუნებას ითხოვს. მათი განცხადებით, ახალშენისა და განახლების მიმართულებით მოძრავი 55 და 60 ნომერი მიკროავტობუსების მარშრუტი გაერთიანდა და ხაზზე მხოლოდ 60 ნომერი სამარშრუტო ტაქსი დარჩა.

ადგილობრივების განმარტებით, მიკრო ავტობუსი ხშირად განალხების მიმართულებით არც შედის და გადაადგილება ფეხით უწევთ. მიკროავტობუსს გორგილაძის ქუჩით მოძრაობაც აუკრძალეს, რაც   სტუდენტების გადაადგილების პრობლემას ქმნის. მოსახელობამ  ხელმოწერების  შეგროვება  დაიწყო,  დღეს მათი ნაწილი ხელვაჩაურის  ვიცე-მერს შეხვდა, რომელიც   ბათუმის მერიასთან შუამდგომლობას დაპირდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი