ფესტივალი „ბათუმი ფოტოდღეები“ გაიხსნა

31 აგვისტო 2018, 00:00 1688 ნახვა

,,ბათუმი ფოტოდღეები“ დაიწყო. საერთაშორისო ფესტივალი თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გიორგი ნებიერიძის და კოკა რამიშვილის ფოტო - გამოფენით გაიხსნა. წელს ფესტივალი  განახლებული ფორმატითა და განახლებული სახელწოდებით ჩატარდება.  მომდევნო გამოფენები ბათუმის ბულვარსა და ხელოვნების მუზეუმში გაიმართება. ფოტო დღეების თემა და შესაბამისად მთავარი გამოფენის სახელწოდება არის „ნახე გამოცდილება“ ან „ზღვა გამოცდილება“- ეს იდეა დაფუძნებულია განსხვავებული ხედვისა და ღრმა განცდის უნარზე.

პროექტი,,ოდესა-ბათუმიფოტოდღეების სახელით 2014 წლიდან იღებს სათავეს. მასში წელს 14 ქვეყნის  26 კონკურსანტი მონაწილეობს. ფესტივალის მიზანი  საერთაშორისო სახელოვნებო საზოგადოებისთვის ახალი  სივრცის შექმნაა. გამოფენა ეძღვნება  ადამიანებს,  რომლებმაც  ზეგავლენა იქონიეს  ან შეცვალეს ისტორია.  

ამავე კატეგორიაში