ბათუმის საქალაქო სასამართლომ 17-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა 26 წლის მამაკაცს, რომელმაც 2 თვის წინ ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ლიფტში, ახალგაზრდა ქალი დაჭრა.
გერმან ჩერნიავსკის განსაკუთრებით დამამძიმებელ გარემოებაში, განზრახ მკვლელობის მცდელობა ედებოდა ბრალად.
დაზარალებული ქალი, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, კლინიკაში მკურნალობდა. მას 62 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მათ შორის შემავალი ჭრილობები გულსა და ფილტვებში.
სამართალდამცველებმა ლიფტში ახალგაზრდა ქალზე თავდამსხმელი 2 ივნისს, ბათუმში სასტუმრო "თანამგზავრთან" დააკავეს. ბრალდებული 1992 წელსაა დაბადებული, იგი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა და პოლიცია რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა.